როგორ კითხულობენ მთავრობაში "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევას - ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.
ღარიბაშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ 2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს და ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.
„მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა); Risk of bribery (მექრთამეობის რისკი); Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests; (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).
2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა.
შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლელოს ლიდერი, თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს რეიტინგმა ერთი წლის განმავლობაში 3 პუნქტით იკლო.
კვლევაში პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი აღშფოთებულები არიან საქართველოშ მზარდი ელიტური კორუფციით. მე მინდა პრემიერადწოდებულს ვუთხრა, დასჯერდით ადგილობრივ მასშტაბს სამარცხვინოობის და შეწყვიტეთ საქართველოს დასამარება საერთაშორიო მასშტაბით", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.