არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნეს გამოყენებული ეს ქაღალდი - მედვედევი ჰააგას ვერდიქტზე

17.03.23 21:25
არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნეს გამოყენებული ეს ქაღალდი - მედვედევი ჰააგას ვერდიქტზე

ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსი პროპაგანდისტები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით ეხმიანებიან. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფურცელი ტუალეტის ქარადლდად უნდა იქნეს გამოყენებული. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნას გამოყენებული ეს ქაღალდი, - წერს მედვედევი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგას სასამართლომ პუტინის დაკავების შესახებ ორდერი გასცა.