ნადირობა აქციის მონაწილეებზე - 4 შვილის მამას მიტინგზე დგომის გამო სოციალური დახმარება მოუხსნეს

18.03.23 20:35
ნადირობა აქციის მონაწილეებზე - 4 შვილის მამას მიტინგზე დგომის გამო სოციალური დახმარება მოუხსნეს

"ოცნების" ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღდეგ, აქციაში მონაწილეებზე ნადირობა დაიწყო -  როგორც "ნოდარ მელაძის შაბათს" აფხაზეთიდან დევნილი, მალხაზ ლაკერბაია ეუბნება, მას შესაშინებლად პოლიცია მიუგზავნეს. ლაკერბაიას განცხადებით, ფორმიანებმა უთხრეს, რომ "სახლში უნდა იჯდეს, თუ აქციებზე ისევ ნახავენ, სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ".

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, ოჯახს 350 ლარიანი  სოციალური დახმარება მოუხსნეს. 

ლაკერბაია იხსენებს, რომ სოციალურმა აგენტმა, ზაირა დარსაძემ, რომელიც ოჯახში არასამუშაო დღეს  გამოცხადდა,  პირდაპირ უთხრა, როგორ ისჯებოდა აქციებზე სიარულის გამო და რომ ეს "ბრძანება ზემოდან მოდიოდა". ​

"შაბათის ეთერთან" გამოჩნდნენ საჯარო მოხელეებიც, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობის გამო "მოღალატეებად" შერაცხეს. 

თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტობა დააბრალეს. 

ამასთან, "შაბათის გუნდმა" მოიპოვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის  მიმოწერა, 2020-21 წლებით დათარიღებული ფარული მიმოწერები ადასტურებს, რომ რიგითი მოქალაქეების დაშინებით, ივანიშვილის რეჟიმი მათ გაჩუმებას აიძულებს და ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ირკვევა, რომ ავტობუსის კონტროლიორებს, მძღოლებს, ზეინკლებს, დამლაგებლებს სამსახურის გარეშე ტოვებენ, თუკი ეჭვი შეეპარათ, რომ ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ არიან. 

ოცნებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დევნა დაიწყო - ნახეთ, მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი