წყარო: "ოცნება განათლების მინისტრით უკმაყოფილოა"- მოხსნიან თუ არა მიხეილ ჩხენკელს?
განათლების მინისტრს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ - წყარო "ქართული ოცნებიდან" "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ხელისუფლება მიხეილ ჩხენკელის მუშაობით უკმაყოფილოა.
უფრო კონკრეტულად, "ოცნების" ნაწილი სტუდენტების ამბოხს მიხეილ ჩხენკელს აბრალებს.
"სამინისტროს მკაცრი ხელი სჭირდება"- ითქვა შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში ბორჯომში მიმდინარეობს.
ოფოციალური ინფორმაციით, ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.