დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება.
კახა კალაძის თქმით, პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვას აღარ გასცემს.
ტაქსისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ წნეხში აქცევთ და ერთადერთი შემოსავლის გზასაც უკარგავს.