მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - ომბუდსმენი "ოცნებასთან" შეხვედრას არ აპირებს
ახალი სახალხო დამცველი "პირველებთან" ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას არ აპირებს.
ლევან იოსელიანის თქმით, მას არ შეუძლია, პოლონელი ექიმები საქართველოში ჩამოიყვანოს:
"ოცნების დეპუტატებთან შეხვედრას არ ვაპირებ. მე არ შემიძლია პოლონელი ექიმების ჩამოყვანა, ამის მანდატი არ მაქვს. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია „ვივა მედიდან“ და ველოდებით ამ დოკუმენტაციას, რომელსაც შემდგომ კონსილიუმი შეიწავლის"- თქვა მან.
სახალხო დამცველის პირველი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შეხვედრის შემდეგ. ერთ საათიანი შეხვედრის შესახებ ლევან იოსელიანმა პირველების ჟურნალისტთან ისაუბრა.
სააკაშვილი იწვა, ლოგინიდან არ ამდგარა, გამხდარია - ამბობს ომბუდსმენი.