1000-ლარიანი ახალგაზრდები - პაპუაშვილი აქციის მონაწილეებზე

20.03.23 13:31
1000-ლარიანი ახალგაზრდები - პაპუაშვილი აქციის მონაწილეებზე

პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები - ასე მოიხსენიებს პარლამენტის თავმჯდომარე ანტირუსულ აქციაში მონაწილეების ნაწილს. 

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ასეთი ახალგაზრდები  ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ". 

"ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - დასძინა მან. 

მისი თქმით, ჯერ დაუწერელი პროექტი რუსულ კანონად "დაიბრენდა".  პაპუაშვილი ნინო ლომჯარიასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ყოფილი სახალხო დამცველი სეგრეგაციისკენ მიმართულ განცხადებებს აჟღერებს.

იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. "მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.

ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო.ბპოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.