გამოცდილი გარეწრები არიან, "ფორმულას" დახურვა უნდათ - მიშა მშვილდაძე
ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე დავით კეზერაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუენებლ განაჩენს ეხმიანება და ამბობს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონია.
ტელეწამყვანი ხელისუფლების ქმედებას "გარეწრობას" უწოდებს და ფიქრობს, რომ მათ მიზანს, რეალურად, ტელეკომპანია "ფორმულას" დახურავ წარმოადგენს.
არავითარი პოზიტიური მოლოდინი ამათგან არ უნდა გვქონდეს. ესენი არიან ჩვეულებრივი გატრუნული ვირთხები, რომლებსაც შავ-ბნელი საქმეების კეთების გარდა არაფერი შეუძლიათ. შავ-ბნელ საქმეებსაც აკეთებენ, ოღონდ თუ არ გაუვიდათ, მერე გაიტრუნებიან, მიიჩქმალებიან და სადღაც, ჩემი ვარაუდით, ალბათ ივლის-აგვისტოში, ზაფხულში ასეთი გეგმა ექნებათ ამ დროისთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანის და აღსრულების მექანიზმს და "ფორმულას" დახურვის საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს აქეთ. არც ის უნდა ვთქვათ, რომ რამის ეშინიათ - არა. ადეკვატურად აფასებენ ვითარებას, ესენი არიან გამოცდილი გარეწრები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან გარეწრობის კეთება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან, აკეთებენ, - ამბობს მშვილდაძე.