გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების დაცვა მძიმე რეპუტაციაა - ნაკაიძე კობახიძეზე

23.03.23 15:16
გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების დაცვა მძიმე რეპუტაციაა - ნაკაიძე კობახიძეზე

ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა - ასე პასუხობს ტარიელ ნაკაიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას. 

საუბარია ირაკლი კობახიძის კომენტარზე, რომლის მიხედვითაც "ნაკაიძეზეს მძიმე რეპუტაცია აქვს, ეკუთვნის კუთხეში დგომა"

ნაკაიძე ამბობს, რომ "მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად აქვს".

"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს", - წერს ტარიელ ნაკაიძე. 

გუშინ ტარიელ ნაკაიძეს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა.