შიდა კრიმინალური და მაფიოზური გარჩევები "ოცნების" სტანდარტად იქცა - ირაკლი კუპრაძე
ციხეების შეფის ცემის ფაქტს, რომლის შესახებაც საუბარი "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ რეპორტაჟში იყო, ოპოზიციაში ეხმიანებიან.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" კრიმინალური გარცევები სტანდარტად იქცა. მისი თქმით, ნიკა ცხვარაშვილი ახლა იმიტომ დუმს, რომ მასზე მუქარა ხორციელდება.
„ქართული ოცნებისთვის“ უკვე სტანდარტადად იქცა შიდა კრიმინალური და მაფიოზური გარჩევები, რასაც ეწირებიან ხოლმე ადამიანები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ სასტიკად ნაცემი ციხის უფროსი, რომელიც დღეს დუმს და დუმს სრულიად გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ მას, სავარადოდ, ემუქრებიან, მასზე ძალადობენ. ეს არის შიგნითაც კი ძალადობრივი სისტემა "ქართული ოცნების" სახით, - თქვა კუპრაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქის ცენტრში მომხდარ სისხლიანი გარჩევის ამბავზე გამოძიებას არ იწყებს. ვახტანგ გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე გასულ კვირას დანაშაული არ მომხდარა.
საპირისპირსო ამტკიცებს "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟი. შაბათის ეთერის გუნდმა მოიპოვა კადრები დანაშაულის ადგილიდან, ცნობა სამედიცინო ისტორიიდან და ოქროს მოწმეების აღიარება, რომ იქ, სადაც ანგარიშსწორება მოხდა, ციხეების შეფი, ნიკა ცხვარაშვილიც იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, თავადაც გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე იყო.