არაქართული, ბანდად ქცეული "ოცნება" უნდა წავიდეს - თაკო ჩარკვიანი ციხეების შეფის ცემაზე

26.03.23 11:39
არაქართული, ბანდად ქცეული "ოცნება" უნდა წავიდეს - თაკო ჩარკვიანი ციხეების შეფის ცემაზე

არაქართული, ბანდად ქცეული "ოცნება" - ასე აფასებს "კანონი და სამართლის" ლიდერი "ნდოარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟში, რომლითაც დგინდება, რომ ციხეების შეფი ქალაქის ცენტრში სისხლიანი გარჩევის თანამონაწილე იყო. 

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს. 

ეს არის „არაქართული ოცნება“, ეს არის არსახელმწიფოებრივად მოაზროვნე, „ბანდად“ ქცეული „ქართული ოცნება“. შესაბამისად, „ბანდად“ როცა ხელისუფლება გადაიქცევა, მას ტავისი პატარა ბანდები ჰყავს უბნებში დაფანტული, სადღაც კვარტალში. ესენი უნდა წავიდნენ, - ამბობს ჩარკვიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქის ცენტრში მომხდარ სისხლიანი გარჩევის ამბავზე გამოძიებას არ იწყებს. ვახტანგ გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე გასულ კვირას დანაშაული არ მომხდარა. 

საპირისპირსო ამტკიცებს "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟი.  შაბათის ეთერის გუნდმა მოიპოვა კადრები დანაშაულის ადგილიდან, ცნობა სამედიცინო ისტორიიდან და ოქროს მოწმეების აღიარება, რომ იქ, სადაც ანგარიშსწორება მოხდა, ციხეების შეფი, ნიკა ცხვარაშვილიც იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, თავადაც გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე იყო.