იმისთვის, რომ ხელისუფლების წარმატება არ დაუშვან, ქვეყნის წარმატებას ეწინააღმდეგებიან - სარჯველაძე ოპოზიციაზე

01.04.23 15:46
იმისთვის, რომ ხელისუფლების წარმატება არ დაუშვან, ქვეყნის წარმატებას ეწინააღმდეგებიან - სარჯველაძე ოპოზიციაზე

მმართველი გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება იქნება.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციას 12 რეკომენდაციის შესრულებაში წვლილი არ შეუტანია და მათ ხელისუფლების წარმატება არ სურთ. 

ყველა შესაძლო საკითხზე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო რელევანტური ამ თემები, რომელიც 12 პუნქტით არის მოცული, ჩვენ ვიმუშავეთ, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული გადაწყვეტილებები. ნულოვანია, პრაქტიკულად, ოპოზიციის კონტრიბუცია. ცდილობენ, რომ რამენაირად არ მოხდეს ის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ჰქონდეს წინსვლა ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. მარტო იმიტომ, რომ არ დაუშვან ხელისუფლების წარმატება, ამისთვის ეწინააღმდეგებიან ქვეყნის წარმატებას, - თქვა სარჯველაძემ. 

ევროკომისია  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება, მაგრამ არსებობს ერთი პირობა - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არსებობს არაოფიციალური დათქმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყანა ს ევროკავშირს დააშორებს.  

მსგავსი სიახლეები