ევროსაბჭოს დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება დამუხრუჭებულია - სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საგანგაშო დასკვნას ეხმიანება. "ლელოს" წევრის თქმით, აღნიშნულმა დოკუემნტმა ცხადყო, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიწება დამუხრუჭებულია და ამის მიზეზი "ქართული ოცნებაა".
სწორედ ევროსაბჭოს დასკვნები არის სახელმძღვანელო ევროკომისიისთვის, ამიტომ როდესაც ასეთი უარყოფითი დასკვნა დადო ევროსაბჭოს შესაბამისმა ორგანომ, ეს შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არის დამუხრუჭება, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. აკეთებენ შეფასებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, მიზნობრივად ხელი შეუშალა ამ რეფორმების განხორციელებას და ამით ჩაკეტა ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - თქვა სამადაშვილმა.