ექსკლუზივი: კლანის მარცხი - სად და რითი ასანტაჟებენ მოსამართლეებს?

08.04.23 20:31
ექსკლუზივი: კლანის მარცხი - სად და რითი ასანტაჟებენ მოსამართლეებს?

შანტაჟი მოსამართლის წინააღმდეგ - "შაბათის ეთერს" იმ საბედისწერო შეხვედრის შსახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კლანის სანქცირებამდე დაახლოებთ სამი კვირით ადრე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის კაბინეტში გაიართა. 

წყაროს ინფორმაციით, ლელა ჭანიას კაბინეტში ლევან მურისიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლე, დავით მგელიაშვილი დაიბარა. 

არაერთი კონფიდენტის მიერ მოწოდებული ცნობებით, ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი გავლენებით სარგებლობს და მას მოსამართლეები რუხ კარდინალს უწოდებენ. ლელა ჭანია წლებია ლევან მურისიძესთან არარეგისტრირებული ქორწინებაში იმყოფება. 

რაც შეეხება შეხვედრაზე დაბარებულ დავით მგელიაშვილს, ის სისტემის ერთ ერთ გამოცდილი კადრია, მან გაასამართლა დავით კეზერაშვილი, ბაჩო ახალაია, გამოიტანა განაჩენი ვალერი გელაშვილისა და ბუტა რობაქიძის საქმეებზე.

2023 წლის მარტში, "შაბათის ეთერის" წყარო ინფორმაციით, დავით მგელიაშვილს სასამართლოს კლანის შეფაებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაეყენებინა და ბრალდებული ციხეში გაეშვა: „ასე სჭირდება სახელმწიფოს“- უხსნიდნენ მგელიაშვილს, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა, უთხრა, რომ საქმეში არ იდო არც ერთი ისეთი მტკიცებულება, რაც ამის საშუალებას მისცემდა. 

საქმე, რომელზეც კლანი მოსამართლისგან გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვდა, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დღის წესრიგისთვის სჭირდებოდა.  ამიტომ პირველი უარის შემდეგ, დავით მგელიაშვილი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ გოგოხიამ დაიბარა და უთხრა, რომ ან გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებდა ან უნდა წასულიყო. 

წყარო სასამართლოდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  რომ თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ, მოსამართლე დავით მგელიაშვილთან შესახვედრად, ლევან მურისიძე მიდის. მგელიაშვილს ჭანიას კაბინეტში იბარებენ, სადაც მურუსიძე ისევ გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს, მეგელიაშვილი უარს ამბობს და შვებულებაში გადის.

საბოლოოდ, ტერორის შემდეგ, გამოცდილი მოსამართლე, რომლის ანგარიშზეც გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეა, სასამართლოს კლანმა იძულებული გახადა წასულიყო. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა  დოკუმენტი, სადაც დავით მგელიაშვილი თავად მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ დააქვეითონ. 

წყაროს ცნობით, დავით მგელიაშვილს საქმეები ისე სასწრაფოდ დაათმობინეს, რომ განაჩენის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრო. ადვოკატები ამბობენ, რომ ზოგიერთ საქმეზე მოსამართლე უკვე ბოლოში იყო გასული და მხოლოდ საბოლოო სიტყვა ჰქონდა მოსასმენი, თუმცა ეს საქმეებიც ჩამოართვეს. 

შანტაჟის რა ფორმა გამოიყენეს მოსამართლის წინააღმდეგ, რამაც ის აიძულა დაქვეითება თავდ მოეთხოვა?

დავით მგელიაშვილის მეუღლე, თეა თაყაძე გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეა, ის ადმინისტრაციულ პალატაში გამოსაცდელი ვადით არის განწესებული. შაბათის ეთერის ინფორმაციით კლანი დაემუქრა, რომ ცოლსაც სასმართლოს მიღმა დაუტოვებდა. 

შანტაჟი მოსამართლის წინააღმდეგ - ვრცლად ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები