ივანიშვილის მიერ გიგანტური ბაობაბების მითვისება - კენიის სასამართლომ და პარალამენტმა გამოძიება დაიწყო

11.04.23 10:56
ივანიშვილის მიერ გიგანტური ბაობაბების მითვისება - კენიის სასამართლომ და პარალამენტმა გამოძიება დაიწყო

ბიძინა ივანიშვილის მიერ გიგანტური ბაობაბების მითვისების ფაქტზე კენიის სასამართლომ და პარალამენტმა გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

საქართველოს არაფორმალური მმართველი გიგანტური ხეების კორუფციული გარიგებით მითვისების მცდლოებაშია ბრალდებული. ბაობაბები, რომელიც უკვე ამოთხრილი და საქართველოში ტრანსპორტირებისთვის იყო გამზადებული, კენიაში რჩება, თუმცა ახლა ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, როგორ გაიცა ივანიშვილის კომპანიაზე ბაობაბების ქვეყნიდან გატანის ნებართვები.

არ არის გამორიცხული, გამოძიების ფარგლებში კეენის საგამოძიებო უწყების წარმოამდგენლები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.