მელიას პირველი კომენტარი - მე კეზერაშვილს პოლიტიკიდან შორს ყოფნა ვურჩიე

12.04.23 15:49
მელიას პირველი კომენტარი - მე კეზერაშვილს პოლიტიკიდან შორს ყოფნა ვურჩიე

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის - ასე ეხმაურება ნიკა მელია  BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე რჩევას აძლევს მათაც, ვინც მისი თქმით, "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს:

"მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება"- დაწერა ნიკა მალიამ. 

ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო.  ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია.

ბრიტანათის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს "გამოსავალს", "ახსნასა" და "განმარტებას" ეძებენ...
შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია.

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის.

ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე - ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა "დავალებიდან" გამომდინარე.

თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა "მოსახერხებელი" პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან - ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა.

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას  "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას  კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.