ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი ხმები აქვს - კორძაია

13.04.23 13:43
ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი ხმები აქვს - კორძაია

სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. დეპუტატები, რომლებმაც კოლეგებთან სათითაოდ დარეკვის და მათი პარლამენტში მობილიზების პასუხისმგებლობა აიღეს, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება შესაძლებელია და მათი ინფორმაციით სამშაბათს, სხდომათა დარბაზში ყველა შევა. 

„დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას აქვს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, უბრალოდ ისევ და ისევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კომუნიკაციის პრობლემა, რომ არ არსებობდეს და ყველასთან მაინც ინდივიდუალურად შედგეს კომუნიკაცია, ამას ჩვენ 5 პარლამენტის წევრი გავაკეთებთ. მე, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი. შევახსენებ, ტრამპთან დაკავშირებით თითქოს ყველაფერიც ხელის გულზე იდო, მაგრამ კონგრესმა მაინც იმუშავა და საგამოძიებო კომისია ჩაატარა და პროკურატურამ გამოიყენა კონგრესის მასალები. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვალდებულება გვაქვს ამის გაკეთების". - ამბობს თამარ კორძაია.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით ხაჯიშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და კენჭისყრას ვერ ესწრებოდა, წერს რომ გადაწყვიტა საგანგებოდ ამ დღისთვის თბილისში დაბრუნდეს.

ახლა ოპოზიციას 52 ხმა აქვს, კომისიის შესაქმნელად კი 50 დეპუტატის ხმაა არის საჭირო.

"ქართული ოცნება" კომისიის შექმნის წინააღმდეგია.