რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად! - მეუფე იაკობი
რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე და არასოდეს დაუშვებს, რომ სამდე ძალით შეგვიყვანონ.
"ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ სადმე ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ. რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს - ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ა.შ. - ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.