ნავალნი ისევ მოწამლეს? - რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა გაუარესდა
რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას უცხოური გამოცემა "ABC News" ავრცელებს.
ნავალნის სპიკერი კირა იარმიში აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფმა პოლიტიკოსმა თავი ცუდად გასული კვირის პარასკევ ღამეს იგრძნო. კუჭის ტკივილი იმდენად მძიმე იყო, რომ საჭირო გახდა მედიკოსების გამოძახებაც.
იარმიში ამბობს, რომ ალექსეი ნავალნიმ 16 დღეში 8 კილოგრამი დაიკლოსპიკერი არ გამორიცხავს, რომ ნავალნი ისევ მოწამლეს.
„როდესაც ალექსეი ეკითხება რით არის ავად, ციხის ექიმი დამცინავად პასუხობს, რომ „უბრალოდ გაზაფხულია და ყველას აქვს გამწვავება
არ გამოვრიცხავთ, რომ ციხეში ყოფნის განმავლობაში რაღაცით მოწამლულიყო, რომ მისი ჯანმრთელობა ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად გაუარესებულიყო" წერს ის.“ - ამბობს კირა იარმიში.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ოპოზიციონერ ლიდერს 2022 წლის მარტში ფულის გაფლანგვისა და სასამართლოს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.
მანამდე რუსი ოპოზიციონერი ბერლინის საავადმყოფოში ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.