"მანტია აცვია ვიღაც ძველ ბიჭს" - მარტის აქციების მონაწილეები სასამართლომ 2000 და 4200 ლარით დააჯარიმა
მარტის აქციების მონაწილეები სასამართლომ დააჯარიმა. ამის შესახებ ნიკა ნარსია და ჯანო მუმლაძე სოციალურ ქსელში იტყობინებიან.
ნიკა ნარსია მოსამართლემ გინების, გზის გადაკეტვისა და სამართალ დამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 4200 ლარით დააჯარიმა.
რაც შეეხება ჯანო მუმლაძეს, პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას უმისამართოდ გინებასა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, რის საფუძველზეც მოსამართლემ აქტივისტს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
"ზონდერი მოსამართლე ცაცუა, რომელიც გვასამართლებს 38-ვე პირს, 4200 ლარი დამიწერა ჯარიმა და რასაც მედავებიან გინება და წინააღმდეგობა, ვიდეო-მტკიცებულებები მაქვს იმის, რომ პოლიციელი აქეთ მაგინებს და საერთოდ წინააღმდეგობა არ გამიწევია. აქეთ აქვს შსს-ს დანაშაული ჩადენილი და აქეთ დამაჯრიმეს. არვიცი საიდან უნდა გადავიხადო. ეს არის უსამართლობის პიკი. კონვეირივით 170 ივე დაკავებული ყველა მაგ კაცმა გაასამართლა.ეს მოსამართლე არ არის მოსამართლე, მანტია აცვია ვიღაც ძველ ბიჭს". - ამბობს ნიკა ნარსია.