თუ კეზერაშვილი დამნაშავეა, ავტომატურად დამნაშავე გამოდის საქართველოს ხელისუფლება - კუპრაძე
თუ დავით კეზერაშვილი არის დამნაშავე ავტომატურად დამნაშავე გამოდის საქართველოს ხელისუფლება - ეს განცხადება, ცოტა ხნის წინ "ლელო საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძე ამბობს, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში კეზერაშვილის სახელი და გვარი დაკვეთით არ ჩაიწერებოდა.
„არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ რაღაც დაკვეთით ჩაიწერა იქ დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში. დამატებითი საკითხები არის ის, რომ თუ დავით კეზერაშვილი არის დამნაშავე ავტომატურად დამნაშავე გამოდის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ცხადად იცოდა ამ ქვეყანაში ქოლცენტრების არსებობის შესახებ, აფარებდა ხელს“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.