სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.