"ლელოს" ლიდერები საფრანგეთის ელჩს ხვდებიან - შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს

13.04.23 17:53
"ლელოს" ლიდერები საფრანგეთის ელჩს ხვდებიან - შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს

პარტია "ლელოს" ოფისში საფრანგეთის ახალ ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციურ პარტიაში პირდაპირ ამბობენ, რომ მაშინ როდესაც უკვე ევროკავშირის პირველი შუალედური დასკვნა საქართველოს ევროინტეგრაციასთან და 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მაისში იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ ოპოზიციონერ დეპუტატს ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

"ლელოში" აცხადებენ, რომ საფრანგეთი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს და ახლა საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ჩვენ ვართ უკიდურესად მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისადმი, რაც გამოხატა პრეზიდენტმა მაკრონმა, როდესაც მან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ქართველი ხალხის მომავალი უნდა იყოს ევროპაში და ეხლა მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის მთავარ ევროკავშირის წევრს სახელმწიფო ქვეყნებთან ერთად ჩვენ შევქმნათ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ წაართვას ეს ისტორიული შანსი ჩვენს ხალხს და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.