პრეზიდენტს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია

13.04.23 18:04
პრეზიდენტს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია

სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია არ შეუწყალებია.

"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაგზავნილ სიაში ნიკა გვარამიას სახელი და გვარი არ არის.

პრეზიდენტმა დღეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.