ასეთი ბიზნესი ვერ იარსებებს, თუ მწვანე შუქი არ აქვს ანთებული ივანიშვილის მიერ - ბარამიძე ე.წ. ქოლ-ცენტრებზე

13.04.23 18:36
ასეთი ბიზნესი ვერ იარსებებს, თუ მწვანე შუქი არ აქვს ანთებული ივანიშვილის მიერ - ბარამიძე ე.წ. ქოლ-ცენტრებზე

გიორგი ბარამიძე BBCის ხმაურიან გამოძებას ეხმაურება და ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს მისი დაცვა არ სჭირდება. რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების ბიზნესს, ბარამიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი ბიზნესი საქართველოში ვერ იარსებებდა, ბიძინა ივანიშვილისგან მწვანე შუქი რომ არ ჰქონდეს ანთებული.

BBC ძალიან სერიოზული კომპანია, რა თქმა უნდა, მისი გამოძიება ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. დავით კეზერაშვილის წარმომადგეენლების თვითონ გაგცემენ პასუხს, მე არ წარმოვადგენ მას.

რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრებს, ვერც ერთი ბიზნესი, მითუმეტეს ასეთი სერიოზული ბიზნესი, ვერ იარსებებდა, თუ მწვანე შუქი არ აქვს ანთებული ივანიშვილის მიერ. აქედან გამომდინარე, ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. 

ქოლ-ცენტრების უკანონო ბიზნესი ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და აი ამ ფარცხალაძეების მეთვალყურეობით ყვავის საქართველოში, ისე როგორც სხვა არალეგალური ბიზნესი, მათ შორის რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ბიზნესი და ეს ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯიბეებს ისქელებენ. 

დათოს არ სჭირდება ჩემი დაცვა, ადვოკატიც ჰყავს და წარმომადგენელიც. რაც ნამდვილად ვიცი, რომ მას ეს რეჟიმი დევნის.

რაც ვიცი არის ის, რომ კეზერაშვილს საქართველოში აქვს ბიზნესი "ფორმულას" სახით და ჩვენ უნდა ვიდგეთ "ფორმულელების" გევრდით".- ამბობს გიორგი ბარამიძე.