თუ ვინმეს ჰგონია, ხელისუფლებას შეუძლია BBC-ის რაღაც გააკეთებინოს, რათა რიკოთის საკითხი გადაფაროს, არასერიოზულია - სარჯველაძე
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებას შეუძლია BBC-ის რაღაც გააკეთებინოს, რათა რიკოთთან დაკავშირებული საკითხი გადაფაროს, არასერიოზულია - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია BBC-ის რაღაც უთხრას და გააკეთებინოს, რომ რიკოთთან დაკავშირებული საკითხი გადაფაროს, მგონი ესეც არასერიოზულად გამოიყურება. ვფიქრობ, ცოტა არაორგანიზებულიც იყო ოპონენტების ეს განცხადებები. უცნაური და უხერხული მოსასმენი იყო, რომ "ბიბისის" გამოძიება, რომელიც ერთი წელია მიმდინარეობს და შედეგამდე მივიდნენ, ოღონდ მარტო "ბიბისი" არ მუშაობდა ამაზე, რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობდნენ, ცოტა ხნის წინ საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურამ ისაუბრა ამაზე და ამ ფონზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოახერხა, რიკოთის გადასაფარად გააკეთა, მგონი ცოტა არასერიოზულია",- განაცხადა სარჯველაძემ.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.
სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.