აშშ-ს ყვითელი ბარათი "ოცნებას" - სახ. დეპის დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის უთქმელი ამბები დეგნანმა გათქვა
შეერთებული შტატების ყვითელი ბარათი ოცნების მთავრობას. სახელმწიფო დეპარტმენტში დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის უთქმელ ამბებს ელჩი კელი დეგნანი ამბობს. ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და სანქციების კოორდინაციის ხელმძღვანელს შორის მძიმე საუბარი შედგა. სამინისტრო დეტალებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ამერიკა ახლა ადგენს, რომელი ქვეყანა ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და მტკიცებულებების შეგროვება საქართველოს შესახებაც მიმდინარეობს.
"გირჩევთ სიფრთხილეს, რადგან შემდეგი შესაძლოა თქვენ იყოთ" - ასე აფრთხილებს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიანი ყოფილი მაღალჩინოსანი "ოცნების" ლიდერებს. "პირველებთან" ინტერვიუში დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოში გაიზარდა იმ აკრძალული ტვირთების იმპორტი, რომლებიც არ უნდა წავიდეს რუსეთში. ამიტომ, თუ ეს დადასტურდა, პასუხი იქნება შესაბამისი.
"სანქციების ამბავი მოსამართლეებით დაიწყო, მაგრამ ამით არ დასრულდება" - ამბობს შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი და სანქციების ახალი პაკეტის მომზადებას აანონსებს.
დეტალები იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.