გამოიკვეთა თუ არა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში კეზერაშვილის როლი - პროკურატურა საეჭვოდ დუმს

13.04.23 20:15
გამოიკვეთა თუ არა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში კეზერაშვილის როლი - პროკურატურა საეჭვოდ დუმს

პროკურატურის საეჭვო დუმილი - ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს და საქმეში "ბი ბი სი-ს" ჟურნალისტური გამოძიების ეპიზოდებიც ფიგურირებს. თუმცა, ამ დრომდე, პასუხგაუცემელია კითხვა, მიდის თუ არა ქართული პროკურატურის კვალი დავით კეზერაშვილამდე. შოთაძის უწყების ნაცვლად, პოლიტიკურ ბრალდებებს "ქართული ოცნება" აყენებს და ირწმუნება, რომ გამოძიება თავდაცვის ექს-მინიტრამდე მივა. 

სკანდალურ რეპორტაჟს აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ კეზერაშვილის შესახებ მომზადებული სიუჟეტი არ უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა. განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომლის ნაწილიც თვლის, რომ ასეთი ბრალდებების შემდეგ, დავით კეზერაშვილს  ქართულ პოლიტიკაში ირიბი ან პირდაპირი მონაწილეობა მიზანშეწონილი აღარ არის.

დეტალები იხილეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.