კლანის დანაშაულებების გამოძიებისთვის კომისია შეიქმნება - ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ოპოზიცია შეთანხდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კლანის დანაშაულებების გამოძიებისთვის კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეს მის ინტერესში არ შედის, მაგრამ რადგან ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, კოლეგების ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" მხარს მაინც დაუჭერს. პარტიის თავმჯდომარის სამიზნე პოლონეთიდან მისი ყოფილი თანაგუნდელი გახდა. ხაბეიშვილმა ხატია დეკანოიძეს რუსული კანონის განხილვის დროს მაიამიში ყოფნა წამოაძახა.
მართალია, ოპოზიცია პირობას დებს, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და სრულად იქნებიან სამშაბათის სხდომაზე, თუმცა საკითხის ჩაგდების რისკი მაინც არსებობს. ბერკეტი "ოცნების" ხელშია. თუ სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი არ შეგროვდება, სესია ვერ გაიხსნება და შესაბამისად, არც კომისიის შექმნის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახლა ყველაფერი "ოცნების" პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
დეტალები იხილეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.