"პოლიტიკური ვაჭრობის თემად იყენებს" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის ნიკა გვარამია არ არის

13.04.23 21:07
"პოლიტიკური ვაჭრობის თემად იყენებს" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის ნიკა გვარამია არ არის

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის ნიკა გვარამია არ არის.

"მთავარი არხის" თანამშრომლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი  გვარამიას შეიწყალებდა.

საინფორმაციოს წამყვანი დიკო ჯოჯუა "პირველებთან" ამბობს, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების საკიტხს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს და ეს ზურაბიშვილის ყოველი გადაწყვეტილების შემდეგ დასტურდება.

მოლოდინი მქონდა, იმიტომ, რომ მეგონა პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიირებდა გადაწყვეტილებას. მაშინ როდესაც, ბეწვზე კიდია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მას რეალური ბერკეტი აქვს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმედს ვიტოვებდი, რომ ის გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც ჩანს ზურაბიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებას და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. დასავლეთის მოთხოვნის ფონზე, მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. ის იყენებს პოლიტიკური ვაჭრობის თემას და ეს ყოველი გადაწყვეტილების შემდეგ დასტურდება". - ამბობს დიანა ჯოჯუა. 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გვარამიას არ შეწყალების შესახებ ჟურნალისტების და ოპოზიციის წევრების შეფასებები, ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.