ახალი შენობა პროკურატურისთვის 24 მილიონ ლარად - უწყებამ გაფართოვება გადაწყვიტა
ახალი შენობა პროკურატურისთვის 24 მილიონ ლარად. უწყებამ გაფართოვება გადაწყვიტა. ერთი ცენტრალური შენობა ორთაჭალაში, მეორე კი თბილისის პროკურატურის დიღომში, ირაკლი შოთაძისთვის საკმარისი არ არის. ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად უკვე გამოაცხადდა.
პროკურატურის ახალი შენობა სრულიად თანამედროვე სტანდარტების იქნება. დიდი ეზო, სადაც სტადიონიც განტავსდება. მისი აშენება აღმაშენებლის ხეივანზე, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. თავდაპირველად შოთაძე ახალ შენობაში 16 მილიონის გადახდას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ღირებულება 24 მილიონამდე გაიზარდა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.