ბოდბელი ეპისკოპოსის პოლიტიკური ამბიონი - მეუფე იაკობმა მრევლს ანტიდასავლური გზავნილებით მიმართა
ბოდბელი ეპისკოპოსის პოლიტიკური ამბიონი. მეუფე იაკობი შანსს არ უშევებს ხელიდან რომ ქადაგება პოლიტიკურ თემებს არ დაუთმოს. ხელისუფლების გზავნილების გამხმოვანებელმა ეპისკოპოსმა დიდ ხუთშაბათსაც ანტიდასავლური გზავნილებით მიმართა მრევლს. რუსის მონობა სხვისი მონობით შევცვალოთ? ქართველი არავის მონა არ გახდება - ამბობს წმინდა სინოდის წევრი.
მეუფე იაკობის კრიტიკის ადრესატი ის ახალგაზრდებიც გახდნენ, რომლებიც მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგნენ რობოკოპების პირისპირ. ეპისკოპოსმა ისინი ურა პატრიოტებად მოიხსენია და აზროვნებისკენ მოუწოდა. ახალი თაობის რობოტები და ზომბები - ამბობს ახალგაზრდა თაობაზე გავლენიანი საუსლიერო პირი.
დეტალები იხილეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.