ძალიან სამწუხაროა - ვიოლა ფონ კრამონი სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტის გაუქმებაზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გაუქმებას.
“ძალიან სამწუხაროა. სურვილი მქონდა, რომ ჩვენ (ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია) მივიღებდით მას [ზურაბიშვილს] პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისთვის.
იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს. მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება,” - წერს კრამონი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტის გადადების მიზეზი საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღება გახდა.