"შკოდა იდგა სახლთან, სავარაუდოდ, სუს-ი მითვალთვალებს" - თათია სამხარაძე შველას ითხოვს

13.04.23 21:52
"შკოდა იდგა სახლთან, სავარაუდოდ, სუს-ი მითვალთვალებს" - თათია სამხარაძე შველას ითხოვს

თათია სამხარაძის თქმით, მას სახლთან,. სავარაუდოდ, სუს-ის უთვალთვალებს.

სამხარაძე ამბობს, რომ გუშინ ტელეფონზე უცნობი ნომრიდან მიუვიდა შეტყობინება მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გძნობს და შველას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს.

Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ. ასეთი უტიფრობა პირველად არ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩემი მისამართით — 2016 წელს, ჩემ საკუთარ მობილურზე, ვიბერში მომივიდა ტექსტად შინაარსი იმ შეხვედრისა, რომლიდანაც გამოვედი. ტელეფონის ნომერი, სუს-ზე იყო გაფორმებული. (ამ ფოტოსაც დავურთავ არქივიდან)
გუშინ ღამით, არსებობს მოწმე, რომელმაც ჩემთან ერთად დაინახა როგორ მელოდა სავარაუდოდ, სუსის მანქანა — თეთრი შკოდა შავი მინებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან. 
ხმამაღლა ვაცხადებ, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ ჩემივე ქვეყანაში. ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე" - წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს უჩივის. სექსულური შევიწროების მსხვერპლი  "ოცნების" მთავარ პროპაგანდისტს ადევნებასა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაში ადანაშაულებს.