კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი ჩასულიყო სტრასბურგში გზავნილით, რომ მან სტატუსის მისაღებად გვარამია შეიწყალა - დეკანოიძე

14.04.23 11:08
კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი ჩასულიყო სტრასბურგში გზავნილით, რომ მან სტატუსის მისაღებად გვარამია შეიწყალა - დეკანოიძე

პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მთავრობა მსგავს ღონისძებებზე წასასვლელად დაბრკოლებებს უქმნის.

ხატია დეკანოიძის თქმით, მმართველი გუნდი არც თავად დგამს ნაბიჯებს სტატუსის მოპოვებისთვის და არც პრეზიდენტს აძლევს ამის საშუალებას.

დეკანოიძე ასევე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი ჩასულიყო სტრასბურგში იმ გზავნილით, რომ მან სტატუსის მისაღებად გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს ეხება პირადად ნიკა გვარამაის შეწყალებას

ეს პირველი არ არის, როდესაც მსგავს ღონისძიებებზე დაბრკოლებები იქმნება. ვფიქრობ, რომ  ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ალბათ ევროინტეგრაციის კუთხით, რაც გულისხმობს იმას, რომ სტატუსის მისაღებად ადვოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, რასაც თითონ არ აკეთებენ, არ აძლევენ სხვას უფლებას, რომ გააკეთონ, მაგრამ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი ჩასულიყო იმ გზავნილით, რომ მან სტატუსის მისაღებად გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს ეხება პირადად ნიკა გვარამაის შეწყალებას. ჯერჯერობით, ამ საკითხზე კონკრეტული კომუნიკაცია არ ყოფილა".- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. სალომე ზურაბიშვილისა  და ირაკლი ღარიბაშვბილის დაპირისპირებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრეზიდენტმა პრემიერს ბრალი დასდო, რომ ევროპარლამენტში ვიზიტი ჩუშალა. სალომე ზურაბიშვილის ამ პოლიტიკურ ბრალდებას ღარიბაშილის პასუხი მოყვა.

"ტყუილია" - ამტკიცებს პრემიერის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ნათქვამზე. ევროპარლამენტში პრეზიდენტი მარტო არ მიდიოდა. "პირველების" ინფორმაციით, ზურაბიშვილს დელეგაციაში ოპოზიციის და "ოცნების" ქალი ლიდერებიც მიჰყავდა.

ზურაბიშვილს ჰქონდა შეთავაზება მაკა ბოჭორიშვილისადმი, რაზეც მას "ოცნების" დეპუტატმა ამ შეთავაზებაზე უარი უთხრა. მას უნდა წაეყვანა ასევე საზოგადოების წარმომადგენელი ქალებიც. მათ შორის ნანა მალაშხია - ქალი დროშით, მარტის აქციებიდან. ეს ვიზიტი საბოლოო ჯამში ჩაიშალა.

პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.