შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დეკლარაციას საქართველომ ხელი არ მოაწერა
შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დეკლარაციას საქართველომ ხელი არ მოაწერა. დოკუმენტზე, რომელიც 13 აპრილს ბუქარესტში მიიღეს, საქართველოდან არავის ხელმოწერა არ არის. ამ ფონზე ხელმომწერთა შორის არიან მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი.
არსებული ინფორმაციით, ბუქარესტში შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები პირადად უკრაინამ მიიწვია, თუმცა ისინი იქ არ ჩავიდნენ. რუმინეთში, სავარაუდოდ, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე წავიდა.
დეკლარაციაში ჩანაწერია რუსული აგრესიის და იმ ქვეყნების ქმედებების დაგმობის შესახებ, რომლებიც ოკუპანტის მიერ წამოწყებულ ომს ეხმარებიან. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განსაკუთრებულა მნიშვნელოვანია და შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ სამიტზე არჩსვლა "ქართული ოცნების" მხრიდან მიზანმიმიმართული დემარშია.
მე მგონია, რომ მიზანმიმართულად არ დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. ჩემი აზრია, და საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უბრალოდ ხელი არ მოაწერა დეკლარაციას. ეს არის ჩემი ძალიან მყარი შეხედულება იმ ფონზე და იმ საგარეო პოლიტიკის ძალიან მძიმე ჩავარდნის ფონზე, რომელიც აქვს "ოცნებას". ეს მოგვიტანს იზოლაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სმალე "ქართული ოცნება" შეიცვალოს, მალე მივიღოთ ჩვენი კანდიდატის სტატუსი, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.