ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ჩაშლილი ვიზიტი - ვის წაყვანას გეგმავდა ზურაბიშვილი სტრასბურგში

14.04.23 11:12
ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ჩაშლილი ვიზიტი - ვის წაყვანას გეგმავდა ზურაბიშვილი სტრასბურგში

ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. სალომე ზურაბიშვილისა  და ირაკლი ღარიბაშვბილის დაპირისპირებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრეზიდენტმა პრემიერს ბრალი დასდო, რომ ევროპარლამენტში ვიზიტი ჩუშალა. სალომე ზურაბიშვილის ამ პოლიტიკურ ბრალდებას ღარიბაშილის პასუხი მოყვა.

"ტყუილია" - ამტკიცებს პრემიერის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ნათქვამზე. ევროპარლამენტში პრეზიდენტი მარტო არ მიდიოდა.

"პირველების" ინფორმაციით, ზურაბიშვილი სტრასბურგში ოპოზიციის და "ოცნების" ქალი ლიდერების წაყვანს გეგმავდა.

ზურაბიშვილს ჰქონდა შეთავაზება მაკა ბოჭორიშვილისადმი, რაზეც მას "ოცნების" დეპუტატმა ამ შეთავაზებაზე უარი უთხრა. მას უნდა წაეყვანა ასევე საზოგადოების წარმომადგენელი ქალებიც. მათ შორის ნანა მალაშხია - ქალი დროშით, მარტის აქციებიდან. ეს ვიზიტი საბოლოო ჯამში ჩაიშალა.

პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.