რა სქემით პარავდნენ თბილისიდან ევროპელ პენსიონერებს მილიონობით დოლარს - კეზერაშვილს BBC-ისთვის აღარ უპასუხია
რა სქემით პარავდნენ თბილისიდან ევროპელ პენსიონერებს მილიონობით დოლარს. "ბიბისის" ჟურნალისტურ გამოძიებაში რამდენიმე ექსპერიმენტია ჩატარებული. დგინდება, რომ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრის ანგარიშზე მოტყუებული პენსიონერი ფულს ჩარიცხავდა, თანხის დანაწევრება ხდებოდა ისე, რომ ფულის კვალი ვეღარავის ეპოვნა. სწორედ, საუკუნის ძარცვის ამ სქემის შემქნელად ასახელებს "ბიბისი" საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.
"ისინი პროფესინალური ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ, სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს. მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან , დიდი ბრიტნეთიდან. ახლა უკვე შეგვიძლია ყველა მტკიცებულების გამოკვლევა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ბაზარი მათი ერთ-ერთი მტავარი სამიზნე იყო. ზარალი დაახლოებით 100 მილიონია და შეიძლება მილიარდიც იყოს , არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება გამოძიებას, მას პოზიტიური შედეგი აქვს. რადგანაც მოქალაქეები ახლა უფრო ფრთხილები არიან. შესაბამისად, მცირე შანსი რჩება იმისა, რომ თაღლითებმა გერმანულ ბაზარს ისევ დაუზმინონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ".- ნათქვამია "ბიბისი"-ს გამოძიებაში.
საგამოძიებო რეპორტაჟში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული თაღლითური სქემა იმდენად მიმზიდველია და იმდენად დიდი კორუფციაა, რომ ძალიან რთულია, ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური სისტემისთვის, რომ ის შეაჩეროს.
ვარ თუ არა გაკვირვებული ამის მოსმენით? არა. ჰქონდა თუ არა ბრიტანულ პოლიციას რეაგირება ამ ანგარიშებზე. არა. თუ ცნობილი ხარ, ისინი დაინტერესდებიან, მაგრამ თუ მისტერ და მისის სმიტებმა დაკარგეს დანაზოგი, 40, 50 ან 60 ათასი, ისინი უbრალოდ ანგარიშს მოამზადებენ და არაფერი მოხდება. ასეთი ტიპის დანაშაულიდან ფული პირდაპირ ოფშორულ კომპანიებში მიედინება და რამდენიმე ადამიანის ჯიბეში ხვდება. ეს იმდენად მიმზიდველია, იმდენად დიდი კორუფციაა, რომ ძალიან რთულია, ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური სისტემისთვის, რომ ის შეაჩეროს.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების სრული ვიდეო ვერსიის გასაჯაროების შემდეგ კეზერაშვილს "ბიბისისთვის" აღარ უპასუხია, მანამდე კი დაუანონსა რომ უჩივლებს.