კეზერაშვილს, მაღალი ალბათობით, ინფორმაცია აქვს, ვინ ”კრიშავდა” ხელისუფლებაში ქოლ-ცენტრების ”ბიზნესს”- ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს, მაღალი ალბათობით, აქვს სრული ინფორმაცია თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ბიზნესს.
ხუხაშვილი კეზერაშვილს მოუწოდებს ითანამშრომლოს ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა.
ხუხაშვილი იმასაც აცხადესბ, რომ ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა ხელს კეზერაშვილს ახოცავს.
კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული.
ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა.
სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას.
ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს". - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
რა სქემით პარავდნენ თბილისიდან ევროპელ პენსიონერებს მილიონობით დოლარს. "ბიბისის" ჟურნალისტურ გამოძიებაში რამდენიმე ექსპერიმენტია ჩატარებული. დგინდება, რომ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრის ანგარიშზე მოტყუებული პენსიონერი ფულს ჩარიცხავდა, თანხის დანაწევრება ხდებოდა ისე, რომ ფულის კვალი ვეღარავის ეპოვნა. სწორედ, საუკუნის ძარცვის ამ სქემის შემქნელად ასახელებს "ბიბისი" საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.