"არ მაქვს ნდობა" - გიული ალასანია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე

14.04.23 13:14
"არ მაქვს ნდობა" - გიული ალასანია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამძიმებულია.  ინფორმაციას "ვივა- მედიდან" გამოსვლის შემდეგ გიული ალასანია ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტი პატიმრის ჯანრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა.

გიული ალასანია ასევე იუსტიციის სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, რომლის განცხადებითაც მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები ლიმბახის ლაბორატორიაში გადააგზავნეს და გაირკვა, რომ ის მოწამლული არ არის. 

სააკაშვილის დედა ამბობს, რომ კალიფორნიელი და გერმანელი ექსპერტების უფრო სჯერა. 

მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც ჩვენ მივიღებთ გერმანიიდან და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. რა თქმა უნდა, ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. რა ვქნა, ასეა. რაც მთავარია, შედეგს ვხედავ, ყოველ ნახვაზე ვხედავ შედეგს. არ მაქვს ნდობა უკვე არავისი, მართალი გითხრათ. 
ჯერჯერობით შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის, რაც მოხდა პოლონეთში. იყო გრანდიოზული სანახაობა. ძალიან პოლუარულია( სააკაშვილი), ძალიან უყვართ პოლონეთში , - ამბობს ალასანია.