ეს პიარის კატასტროფაა - იოზვიაკი პრეზიდენტ ზურაბიშვილის სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტზე
"სალომე ზურაბიშვილმა ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა" - ევროპარლამენტში ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს პიარული კატასტროფაა.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, შესაძლებელია, ევროპელ დეპუტატებს ზურაბიშვილთან კითხვები ქვეყნის ევროინტეგრაციასა და პოლიტპატიმრებზე ჰქონოდათ
მისივე შეფასებით, შეფასებით გაუქმებული ვიზიტის გამო, თბილისმა ბრიუსელთან ურთიერთობების დათბობის შანსი დაკარგა.
დაგეგმილი იყო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰქონოდა სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტარების წინაშე. ეს სხვათა შორის, დიდი პატივია მისთვის და საქართველოსთივს. ასეთი ტრიბუნის დათმობა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ამ ტრიბუნას უთმობენ გერმანიის პრემიერს, საფრანგეთის პრეზიდენტს. ყოფილა შემთხვევა როცა ტრიბუნა დაუთმეს ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ასე მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის შემთხვევაში. ამიტომ ეს სერიოზული შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს. შესაძლებელია დაგეგმილი ყოფილიყო კითხვა პასუხის რეჟიმიც, თუმცა ამის გარდა ზურაბიშვილის სიტყვა გაგრძელდებოდა 20-30 წუთი და ეს ძალიან დიდი შანსია. ეს დიდი არენაა პოლიტიკოსებისთვის. დისკუსია იგეგმებოდა საქართველოზე, იმაზე თუ როგორ ასრულებს პირობებს ქვეყანა სტატუსისთვის. დარწმუნებული ვარ ევროპარლამენტარები დებატებში ისაუბრებდნენ სააკაშვილის შეასახებ, ნიკა გვარამიას შესახებ, აგენტების კანონის შესახებ. ეს შანსი იყო თბილისისთვის გაემარტივებინა ურთიერთობა ბრიუსელთან. ევროპარლამენტი არ არის ევროკომისია ან ევროპის საბჭო რომ გაწევრიანების შესახებ იმსჯელონ, თუმცა ეს არის არენა, სადაც ქვეყანას საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი ეძლევა. შესაძლოა, ეს პანელი შემდეგაც გაიმართოს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი და გუშინ გაუქმდა. ეს პიარის კატასტროფაა", - თქვა იოზივიაკმა.
ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვბილის დაპირისპირებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრეზიდენტმა პრემიერს ბრალი დასდო, რომ ევროპარლამენტში ვიზიტი ჩუშალა. სალომე ზურაბიშვილის ამ პოლიტიკურ ბრალდებას ღარიბაშილის პასუხი მოყვა.
"ტყუილია" - ამტკიცებს პრემიერის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ნათქვამზე.
პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.