დინამიკაში ცვლილება არ აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე
"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ზურაბ ჩხაიძის თქმით, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში მესამე პრეზიდენტს არ აღენისნება
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება და როგორც გითხარით, ძირითადად არის სიმპტომურ მკურნალობაზე, - ამბოს ჩხაიძე.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, "ვივა-მედმა" გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მიხეილ სააკაშვილის ბილოგიური ნიმუშები გააგზავნა, საიდანაც გაირკვა, რომ მის ორგანიზმში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთ იყო.
ამასთან, მედიკოსი აღნიშნავს, რომ პაციენტ პრეზიდენტის პერიოდულად ტემპერატურა მაინც აღენიშნება.
ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტი დაავადების მიმდინარეობის დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად და ეს შემოთავაზებულია პროტოკოლის შესაბამისად. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებებიდან გამომდინარე ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო შეტანილი, დავუშვათ, ინტოქსიკაციაზე თუ ა.შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შეცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი. წონაზე ნუ გავამახილებთ ყურადღებას. პერიოდულად აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია დღის განმავლობაში, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო რჩება ნორმის ფარგლებში. კვებას რაც შეეხეება, გრძელდება კიდევ 400-500 კალორიის ფარგლებში, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.