ბრალდებების მიზანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაგრული და მსხვერპლის როლში წარმოჩნდეს - სარჯველაძე
"ოცნება" ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზი მთავრობის ნებართვა არ ყოფილა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასეთი ბრალდების მიზანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მსვხერპლის როლში წარმოჩინდეს.
თავიდან ითქვა, რომ თითქოს ნებართვა არ იყო გაცემული, შემდეგ მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ ნებართვა იყო გაცემული. ფაქტია, რომ ცვლილების მიზეზი არ იყო ნებართვის გაუცემლობა. როგორც ჩანს, მოტივაცია და აზრი ასეთი ბრალდებების, მთავრობის წინააღმდეგ წაყენებისა მდგომარეობს ერთში, რომ ვინმეს სურვილი აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩნოს, როგორც დევნილი ან ჩაგრული და მსხვერპლის როლში". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ახალი ომი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვბილის დაპირისპირებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრეზიდენტმა პრემიერს ბრალი დასდო, რომ ევროპარლამენტში ვიზიტი ჩუშალა. სალომე ზურაბიშვილის ამ პოლიტიკურ ბრალდებას ღარიბაშილის პასუხი მოყვა.
"ტყუილია" - ამტკიცებს პრემიერის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ნათქვამზე.
პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.