ივანიშვილზე უნდოდათ თარგის აწყობა, საკუთარი დამნაშავეობრივი სინდიკატის ხელმძღვანელის დასაცავად - ოდიშარია
"ოცნება" არ უარყოფს, რომ ისინი ჩქარობენ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი მიზანია, 12 რეკომენდაციიდან სწრაფად ჩაიხუროს ეს უმნიშვნელოვანესი პუნქტი.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის განმარტება დაავიწყდათ, ბიძინა ივანიშვილზე ააწყეს თარგი, რათა საკუთარი ოლიგარქი (საუბარია კეზერაშვილზე) დაეცვათ.
ოდიშარიამ დავით კეზერაშვიი დამნაშავეობრივი სინდიკატის ხელმძღვანელად მოიხსენია.
ოპოზიციის ბოდვებზე კომენტარების გაკეთებისაგან თავს შევიკავებ. ვის ვისზე უნდოდა ამ კანონის მიღება ნათელია ყველასთვის. მათ, როგორც კი ეს ტერმინი გაიგეს, ყველაფერი დაავიწყდათ ამ ქვეყნად, ამ ტერმინის განმარტება მათ შორის, პლატონის და არისტოტელესი და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე გადავიდნენ, ამ ადამიანზე უნდოდათ თარგის აწყობა, რომ დაეცვათ საკუთარი ოლიგარქიც აღარ ქვია ამას, დამნაშავეობრივი სინდიკატის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ დაჩქარებული წესით მოგვივიდეს პასუხი, რათა , რაც შეიძლება მალე, კიდევ ერთი პუნქტი ჩავხუროთ". - ამბობს ბექა ოდიშარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს. შალვა პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორის სთხოვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.