დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება სასწრაფოდ იმისთვის უნდათ, რომ 12 პუნქტზე პლუსები დასვან - მანჯგალაძე

14.04.23 14:01
დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება სასწრაფოდ იმისთვის უნდათ, რომ 12 პუნქტზე პლუსები დასვან - მანჯგალაძე

ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებას" სასწრაფო წესით უნდა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღება იმისთვის, რომ 12 პუნქტზე პლუსები დასვას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კანონპროექტში ჩადებულია რეპრესიების მექანიზმები, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე და ის ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება.

მათ უნდათ, რომ 12 პუნქტზე პლუსები დასვან სასწრაფოდ. ვენეციის კომისიის შეფასებები თითქოს გაიზიარეს, მაგრამ ფასადურია. იქ ჩადებული აქვს მექანიზმები, როცა დაჭირდება, მისთვის არასასურველ ადამიანებზე ამას გამოიყენებს რეპრესიების მექანიზმად. მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე და ოლიგარქი კი არ არის ტელევიზიის მფლობელი, პირდაპირ განმარტებას ვიტყვი, ფინანსური რესურსის გამოყენებით ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ასეთი ოპოზიციაში არავინ არ არის. არავის არ შეუძლია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, მაგრამ ბიძინაზე არ გავრცელდება. გავრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც იქნება დამოკიდებული ოპოზიციაზე". - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს. შალვა პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორის სთხოვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.