ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? - ოდიშარია
უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ საქართველოს მტავრობამ პრეზიდენტს მეორე დღესვე გასცა პასუხი და არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ზურაბშვილს სტრასბურგში ვიზიტში ხელი შეშლოდა.
რაც შეეხება ქალი ოპოზიციონერი ლიდერების შესაძლო გამგზავრებას ზურაბიშვილთან ერთად ოდიშარიამ თქვა, რომ დეპუტატებს როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ შეუძლიათ წავიდნენ.
„მთავრობაში როდესაც წერილი შედის და მეორე დღეს ხდება დადებითი პასუხის გაცემა, ვფიქრობ, ფაქტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის და მისი თანმხლები პირებისთვის, რომ გამგზავრებულიყვნენ სტრასბურგში. მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ წერილის მიღებისთანავე, მეორე დღესვე დადებითი პასუხი გასცა პრეზიდენტს. ვფიქრობ, აქ ყველაფერი კომენტარის გარეშეც ნათელია.
ვერ ვხდები, პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების წასვლა რას ნიშნავს? კაცი რომ ყოფილიყო? წავიდნენ, 17 აპრილს არ არის გამოსვლა? წაბრძანდნენ. პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა, ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ. დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ. აგერ, ვიქენდებზე დადიან და რიგგარეშე სხდომის საკითხი ჩაშალეს. როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც. რას წუხან, ვერ გავიგე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ პასუხობს. ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ გაუშვა პრეზიდენტმა ხელიდან ისტორიული შანსი და რატომ არ მიდის ევროპარლამენტში რეალურად. პრეზიდენტის ბრალდებებს, რომ თითქოს ღარიბაშვილმა ნებართვაა არ მისცა, პრემიერმა საკუთარი ხელმოწერილი განკარგულებები დაუპირისპირა.
პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.