"საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა" - ლავროვი "ოცნებას" ისევ აქებს
დასავლეთის მიზანს, რუსეთის წინააღმდეგ მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოსკოვი ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა უზბეკისტანში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლიანს უწოდებს, რომელიც ანტირუსულ ავანტიურაში არ ჩაერთო.
ყველაფერს ვხედავთ და ჩვენს გეგმებშიც ვითვალისწინებთ, სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებშიც. იყო მცდელობები (დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის შექმნაში ჩაერთოთ. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს. პასუხიმგრბლობა გამოიხატება მათ მიგდომებში- ისინი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და უარით პასუხობენ მსგავს შემოთვლებს, - განაცხადა ლავროვმა.