ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ შანსს გამოიყენებს - ბოკერია, პრეზიდენტის ჩაშლილ ვიზიტზე
ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ შანსს გამოიყენებს - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტს.
ბოკერიას თქმით, ეს ამბავი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა.
მე არ ვიცი დეტალები, ვინ დააგვიანა, რა დააგვიანა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის შედეგი, რაც დგება, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა შანს გამოიყენებს და ყველა მნიშვნელოვან ტრიბუნას, საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად, საქართველოს ნატოშ გაწევრიანების, ევროკავშირთან დაახლოების და საბოლოოდ გაწევრიანების მიმართულებით გზავნილისთვის, ეგ არის ფაქტი. ეს ამბავი უბრალოდ კიდევ ერთი დადასტურებაა ამ უფრო დიდი ამბის, რომ ამ ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ჩვენი ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს, ამ ხელისუფლების გამოცვლის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ". - ამბობს გიგა ბოკერია.
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ პასუხობს. ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ გაუშვა პრეზიდენტმა ხელიდან ისტორიული შანსი და რატომ არ მიდის ევროპარლამენტში რეალურად. პრეზიდენტის ბრალდებებს, რომ თითქოს ღარიბაშვილმა ნებართვა არ მისცა, პრემიერმა საკუთარი ხელმოწერილი განკარგულებები დაუპირისპირა.
პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში 17-18 აპრილს იგეგმებოდა.