რატომ არ მოაწერა ხელი საქართველომ შავის ზღვის უსაფრთხოების დეკლარაციას - "ოცნება" თავს იმართლებს

14.04.23 15:22
რატომ არ მოაწერა ხელი საქართველომ შავის ზღვის უსაფრთხოების დეკლარაციას - "ოცნება" თავს იმართლებს

"ქართული ოცნება"  თავის მართლების რეჟიმშია.  ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ დეკლარაცია, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებმა მიიღეს, საქართველოს ხელმოწერას არ საჭიროებდა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერა მხოლო უკრაინას, მოლდოვას და რუმინეთს ევალებოდათ. 

იქ იყო დისკუსია. დისკუსიაზე გამოვიდა პირველი მოადგილე საგარეო საქმეთა სამინისტროსი, მხარი დაუჭირა საერთო სულისკვეთებას, რომელიც აქვთ პარტნიორებს. რაც შეეხება რაიმეზე ხელეს მოწერას, ინფორმაცია არასწორი გაქვთ. ხელი უნდა მოწერილიყო აბსოლუტურად სხვა დოკუმენტზე, რომელზე ხელმოწერაც მოეთხოვებოდა მოლდოვას, უკრაინას და რუმინეთს და საქართველო, ამ შემთხვევაში, არ იყო მონაწილე ამ პროცესის, შესაბამისად, ხელმოწერაც არ გაკეთებულა, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დეკლარაციას საქართველომ ხელი არ მოაწერა. დოკუმენტზე, რომელიც 13 აპრილს ბუქარესტში მიიღეს, საქართველოდან არავის ხელმოწერა არ არის. ამ ფონზე ხელმომწერთა შორის არიან მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი.