"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - "ევროპული საქართველო", დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას მართავას

14.04.23 15:40
"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - "ევროპული საქართველო", დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას მართავას

საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას მშობლიურ ენას ართმევს, კრძალავს ქართული ენის სწავლებას და მას კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა.

სწორედ დედაენის დღესთან დაკავშირებით, ამ წუთებში, "ევროპული საქართველო" დედაენის ბარში ღონისძიებას, სახელწოდებით "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" მართვას, სადაც გალიდან ჩამოსული მოსახლეობაც არის. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება ჩვენს გვერდზე, სადაც რუსეთი მოიპოვებს კონტროლს. ეს არის რეალური რუსიფიკაციის პოლიტიკა და ეს ხელისუფლების მიზეზი რომ არ იყოს, ისედაც მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთის. ოკუპაციის პირობებში, იქ გარდა იმისა, რომ გენოციდი იყო, დღეს სადაც ეთნიკური ქართველები არიან დარჩენილები, მნიშვნელოვანია მათი მდგომარეობა,  რა პირობებში არიან ისინი", - ამბობს გიგა ბოკერია.

ახალგაზრდები გალიდან ამბობენ, რომ იქ არსებულს სკოლაშებშ გარუსების პოლიტიკა მიმდინარეობს.

გალის რაიონში ყევლაზე მეტად იზღუდება ქართული ენა, მიუხედავად ამისა, გალის მოსახლეობა დღემდე ინარჩუნებს ქართულ ენას, არ ისწავლება არც საქართველოს ისტორია და არც სხვა საგანი ქართულად. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ გალის რაიონში საათი ჯერ კიდევ ქართულ დროზე აყენია და უჩვენებს.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა. სწორედ 1978 წელს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგრილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. ამ განზრახვას კი თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა.